საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში მასპინძლებთან 68:95 წააგო
საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში, ადგილობრივ ნაკრებთან დამარცხდა.უკრაინის დამარცხებიდან მეორე დღეს იგორ კოკოშკოვის გუნდმა ვერაფერი გააწყო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე სლოვენიასთან და დიდი სხვაობით – 68:95 წააგო.
საქართველოს ნაკრებმა ჩინებულად დაიწყო მატჩი და სადებიუტო წუთებზე ლიდერობდა კიდეც. ქართველებისთვის დამღუპველი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც კოკოშკოვის გუნდმა 2:21 წააგო. რომ არა ნიკა მეტრეველის ორქულიანი, საქართველოს ნაკრები ათწუთეულში ქულას ვერ ჩააგდებდა.
უღიმღამოდ ჩატარებული მეორე მეოთხედის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი მატჩი ინერციით ჩაამთავრა. 19:44 ჩამორჩენილმა ქართველებმა მეორე ტაიმში ის მოახერხეს, რომ კიდევ უფრო დიდი სხვაობით აღარ ჩამორჩნენ და საბოლოოდ 68:95 დამარცხდნენ.
ქართველებმა სლოვენიასთან მატჩი დიდი დანაკლისით ჩაატარეს. კოკოშკოვის ხელთ არსებულ ისედაც მწირე რესურსს ზაზა ფაჩულია აკლდა, რომელმაც სლოვენიასთან მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. ფაჩულიას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში თამაში ბექა ბურჯანაძემ დაიწყო, რომელმაც 21 წუთში 10 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
მეორე ქართველი კალათბურთელი, რომელმაც 10-ქულიანი ზღვარი დაძლია, თორნიკე შენგელია გახლდათ. ახალგაზრდა ფორვარდმა 24 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. მხოლოდ 10:26 წუთი გაატარა მოედანზე წინა მატჩის გმირმა ვიქტორ სანიკიძემ, რომელიც ტრავმის საფრთხის გამო დარჩა სათადარიგოთა სკამზე.
რაც სეეხებათ სლოვენიელებს, 18 წუთში 23 ქულით დიდი შედეგიანობა იურე ბლაჟიჩმა გამოავლინა, ხოლო მის კვალზე კლემენ პრეპელიჩმა 14, ხოლო ედო მურიჩმა 13 ქულა მიითვალეს.
დღესვე, ტურნირის ფარგლებში, უკრაინის ნაკრებმა 80:75 დაამარცხა კანადა. სლოვენიური ტურნირის დასკვნით ტურში საქართველო კანადას, ხოლო სლოვენია უკრაინას შეხვდება. გამარვების სემთხვევაში საქართველოს ნაკრები საპატიო მე-2 ადგილს დაიკავებს.
საერთაშორისო ტუნირი. სლოვენია. როგაშკა სლატინა. 25 ივლისი
სლოვენია 95:68 საქართველო
23:17, 21:2, 27:25, 24:24
საქართველო: ცინცაძე (30წ, 8ქ, 5პ), ფაცაცია (22წ, 8ქ), შენგელია (24წ, 20ქ, 4მ), სანიკიძე (10წ, 7ქ), ბურჯანაძე (21წ, 10ქ); სანაძე (16წ, 2ქ), შარაბიძე (17წ, 4ქ), ლეჟავა (22წ, 5ქ), მეტრეველი (18წ, 4ქ), ჭოჭუა (7წ), წივწივაძე (13წ)
სრული სტატისტიკა: http://www.kzs.si/index.php?id=114&game_id=2931392&league_id=undefined&season_id=89101#mbt:33-400$t&0=1
gbf.ge