პანევეჟისში გამართულ სპარინგ-მატჩში ლიტვამ საქართველო დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის სამზადისში მყოფმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი სპარინგ-მატჩი ქალაქ პანევეჟისში გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ლიტვას შეხვდა და 51:82 დამარცხდა.
ქართველები ლიტველებს სოლიდური დანაკლისით დაუპირისპირდნენ. კოკოშკოვის გუნდს კვლავ აკლდა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც 3 დღის წინ, სლოვენიასთან მატჩში ტრავმა მიიღო. ჩვენი გუნდის სერბმა მთავარმა მწვრთნელმა მატჩი ნაკრების კანდიდატთა გამოსაცდელად გამოიყენა. ლიტვასაც აკლდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, თუმცა ამ ქვეყანას იმხელა საკალათბურთო რესურსი აქვს, რომ 3 ძირითადი მოთამაშის არყოფნა სულ არ შეეტყობა. ცნობისთვის, ბალტიისპირელებს გამოცდილი ლინას კლეიზა, ახალგაზრდა ვარსკვლავი იონას ვალანჩუნასი და რამდენიმე საშუალო მოთამაშე აკლდათ.
ქართველებმა თამაში კარგად დაიწყეს, თუმცა 5 წუთის შემდეგ, როცა ლიტველებმა სტუმართა თამაშს ალღო აუღეს, მასპინზელთა უპირატესობა გამოიკვეთა. შორი სროლებითა და ზუსტი გარღვევებით ლიტველებმა პირვლი პერიოდის მეორე ნახევარი 13:1 მიგეს და 21:9 დაწინაურდნენ.
მეორე ათწუთეულში ქართველებმა ის მოახერხეს, რომ მეტოქის წინსვლა აღკვეთეს. მატჩში სათადარიგოები გამოჩნდნენ, თავის გამოჩენის შანსი არაერთ ახალგაზრდას მიეცა. დიდი შესვენებისთვის ლიტვა 14 ქულას იგებდა, თუმცა ქალთველებმა მესამე პერიოდის შუაწელში ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს – 43:50. ეს იყო და ეს, მასპინძელბმა 12:0 გაქცევამოაწყვეს და ბოლო პერიოდს კვლავ 12-ქულიანი ლიდერობით შეეგებნენ.
ლიტველმა სათადარიგოებმა ბოლო პერიოდში ძალიან მოინდომეს და მასპინელთა უპირატესობამ სოლიდური სახე მიიღო. ლიტველებმა გუნდურად ითსამაშეს – 15 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია. ეს შედეგი კი მინდაუგას კუზმინსკასმა დააფიქსირა. 13-13 ქულა რენალდას სეიბუისმა და „ჰიუსტონ როკეტსის“ წევრმა, ტონატას მოტიეუნასმა მიითვალეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი – 13 ქულა თორნიკე შენგელიამ მიითვალა. შედეგიანი იყო ზაზა ფაჩულია – 9 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი. 8-8 ქულით დაასრულეს შეხვედრა გიორგი ცინცაძემ და ლევან ფაცაციამ.
საქართველო და ლიტვა ერთმანეთს 30 ივლისს კიდევ ერთელ, ამჯერად დედაქალაქ ვილნიუსში გაეჯიბრებიან.
იგორ კოკოშკოვმა მატჩის შემდეგ კომენტარი ლიტვური მედიისთვის გააკეთა:
„დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ ლიტვაში. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ვეთამაშეთ ზალიან ძლიერ გუნდს. რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია, რომ ლიტვა იმდენად ძლიერია საქართველოზე, რომ 30 ქულით მოუგოს. ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ არ დავნებებულვართ. ჩვენი ნაკრები ბოლომდე იბრძვის და გპირდებით, რომ მომდევნო მატჩს უკეთესად ვითამაებთ.
ჩვენს ნაკრებს აკლდა ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ბოლო 2 შეხვედრაა, ვერ გვეხმარება. მას არ აქვს სერიოზული ტრავმა და ვფიქრობ, მალე დაგვიბრუნდება.“
gbf.ge