2 გამარჯვების შემდეგ ქართველი 16-წლამდელები უკრაინასთან დამარცხდნენ
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან სპარინგ-მატჩების სერია დაასრულა. თბილისში ჩამოსული იყო უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის „ა“ დივიზიონისთვის ემზადება. უკრაინელებმა „დინამოს“ ბაზაზე 3 ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელთაგან 2 უიმედოდ წააგეს, მესამე შეხვედრაში კი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს – 64:55.
„2 მატჩი მოგებული გვქონდა, თანაც დიდი ანგარიშით. ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები ნაკლებად დავტვირთე, ზოგი განაცხადში საერთოდ არ ყოფილა. შანსი მივეცი სათადარიგოებს და ნაკრების კანდიდატებს. წაგებაც ამის ბრალია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ამ მატჩმა იმ მოთამაშეების შესაძლებლობები დაგვანახა, რომლებსაც გასულ მატჩებში არ მიეცათ თავის გამოჩენისთვის საკმარისი დრო“ – განაცხადა 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი 16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში არიან და ოფიციალურ ტურნირზე თამაში 20-30 აგვისტოს, მაკედონიაში უწევთ. კაზანჯიანის გუნდის მეტოქეები ჯგუფში მაკედონია, ისრაელი, ნორვეგია და სლოვენია არიან.
16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. დინამოს ბაზა. 30 ივლისი
საქართველო 55:64 უკრაინა
9:24, 11:10, 15:21, 20:9
საქართველო: ლოლიშვილი (3), ცხოვრებოვი, ფურცხვანიძე (6ქ, 6მ), აკობია (7), ლეონიძე (3), გვიანიძე, თვალაბეიშვილი (2ქ, 6მ), ბულაშვილი (10), ბაბილოძე (8), ყეინაშვილი (4), კორსანტია (10), დოლიძე (2)
gbf.ge