დუშან გვოზდიჩი: “საქართველოს დონის გუნდთან ჩვენი მინუსები კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა”
საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებების მატჩის შემდეგ შეხვედრა ბელორუსის მთავარმა მწვრთნელმა დუშან გვოზდიჩმა და ნაკრების კაპიტანმა ალექსანდრ კუდრიავცევმა შეაფასეს.
დუშან გვოზდიჩი: “დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ტურნირზე მოწვევისთვის. საქართველოში პირველად ვარ და აქ ყოფნით ბენიერი ვარ. დღეს, ორივე გუნდისთვის კარგი თამაში იყო. საქართველოს გუნდს მნიშვნელოვანი მოთამაშეები აკლია და იმედია საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ისინი გუნდს დაუბრუნდებიან. საქართველოს დონის გუნდთან ჩვენი მინუსები კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა და ამაზე ვიმუშავებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას. ასეთი სტუმართმოყვარეობა არცერთ ქვეყანაში არ მინახავს”.
ალექსანდრ კუდრიავცევი: “მადლობა მოწვებისთვის. აქ მომავალშიც სიამოვნებით ჩამოვალთ. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ დღეს პირველ რიგში გამოცდილება არ გვეყო. პრობლემები ფარზე გვქონდა. იმედია, მომავალში მოვუმატებთ”.