16-წლამდელთა ნაკრებმა ბაუსკას 17-წლამდელთა გუნდი 106:37 გაანადგურა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და კვლავ გაიმარჯვა. გია კაზანჯიანის, ირაკლი ტომარაძის და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა 2 დღის წინ რუსეთის 16-წლამდელთა ნაკრები იოლად – 72:55 დაამარცხა, ამჯერად კი მთლად ვარჯიშ-ვარჯიშ მოიგო – ქალაქ ბაუსკას გუნდს 106:37 სძლია.
აღსანიშნავია, რომ „ბაუსკა“ ქართველებს 17-წლამდელთა გუნდით ეთამაშა, მაგრამ ასაკში უპირატესობა ვერ გამოიყენა. ქართველებმა ლატვიელებს შანსი არ დაუტოვეს და 69 ქულის სხვაობით დაამარცხეს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები დღეს ლატვიის დედაქალაქში გადაინაცვლებს, სადაც უკვე 18-წლამდელთა რიგის ერთ-ერთ გუნდს დაუპირისპირდება. ლატვიიდან ჩვენები ესტონთში ჩავლენ, შემდეკ კი ბელგიაში გაფრინდებიან. მთლიანობაში 16-წლამდელთა ნაკრები 6 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.
ამხანაგური მატჩი. ლატვია. ბაუსკა. 5 აგვისტო
ბაუსკა (U-17) 37:106 საქართველო (U-16)
27:7, 27:9, 29:3, 23:18
gbf.ge