იან ვესელი ჩეხეთის ნაკრებში არ ითამაშებს
იან ვესელი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ეს ამბავი გუშინ გადაწყდა და გუშინ, ჩეხეთის ფედერაციიდანაც დაადასტურეს. იან ვესელი ჩეხების ლიდერია, რომელიც 3 წლის წინ ნბა-ს დრაფტზე „ვაშინგტონ ვიზარდსმა“ მე-6 ნომრად აირჩია.
მართალია მას ამერიკის პროფესიულ ლიგაში ვარსკვლავები არ მოუკრეფია, მაგრამ ეროვნული ნაკრებისთვის შეუცვლელი იყო. გასულ ევრობასკეტზე, სლოვენიაში, იან ვესელიმ ჩეხებს საშუალოდ მოგროვებული 17 ქულითა და 11.2 მოხსნით ულიდერა.
„ვესელი ამ სეზონში ნაკრებში არ ითამაშებს – გვითხრა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების პრეს-ატაშემ მარტინ პეტერკამ – ეს ამბავი გუშინ გადაწყდა და ოფიციალური წყაროებით ჯერ არ გაღღერებულა“.
თუ რატომ არ თამაშობს ვესელი, მიზეზი არ თქმულა. ისე კი, ჩეხების მეფარემ 2 დღის წინ კონტრაქტი ევროლიგის წევრ, თურქულ „ფენერბაჰჩესთან“ გააფორმა.
GBF.GE