საქართველოს 16-წლამდელებმა სლოვენიასთან ბრძოლაში წააგეს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში პირველი მატჩი ჩაატარა და მართალია, სლოვენიასთან 73:81დამარცხდა, გია კაზანჯიანის გუნდზე აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვით.
შეგახსენებთ, რომ საკუთარ ასაკობივ კატეგორიებში საქართველოს 18 და 20-წლამდე გუნდებმა ძალიან სუსტად ითამაშეს, 16-წლამდელთა თაობაკი გაცილებით ყოჩაღი სჩანს. ამ გუნდმა საწვრთნელ მატჩებში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და “ბ” დივიზიონში აშკარად შემთხვევითაღმოჩენილ სლოვენიასაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
ქართველი კალათბურთელები მეტოქეს ბოლო წუთებამდე მაგრად დაუდგნენ და მხოლოდ 8 ქულის სხვაობით წააგეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენიგუნდიდან ათ ქულაზე მეტი ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო. ორმაგი დუბლი (11 ქულა, 12 მოხსნა) მიითვალა ვლადიმერ ფურცხვანიძემ, ლუკაბულაშვილმა 17 ქულა მოაგროვა, გიორგი ცირეკიძემ – 15, ხოლო გიორგი გვიანიძემ – 12.
სლოვენიელთაგან შეუჩერებელი იყო ელვის კერიჩი, რომელმაც 32 წუთში 32 ქულა (!) ჩააგდო.
ამავე ჯგუფში ტურნირის მასპინძელმა მაკედონიამ ნორვეგია 77:40 გაანადგურა.
21 აგვისტოს თბილისის დროით 16:15 საათიდან საქართველო ისრაელს ეთამაშება, რომელიც გუშინ ისვენებდა, სლოვენია კი ნორვეგიასგაეჯიბრება.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 20 აგვისტო
საქართველო 73:81 სლოვენია
17-21, 23-20, 11-11, 22-29
სრული სტატისტიკა: http://u16men.fibaeurope.com/enDivB/cid_IIYgusIDGZQ9Od8JC9C9x0.gameID_10107-B-2-1.compID_YUjW-7-FJ,kK9s431Lyr41.season_2014.roundID_10106.teamID_.html
gbf.ge