ქართველმა 16-წლამდელებმა ისრაელთან წააგეს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მორიგი მარცხი განიცადა. გია კაზანჯიანი გუნდი ისრაელს შეხვდა და მოულოდნელად – 23 ქულის სხვაობით – 63:86 დამარცხდა.
მოულოდნელობა ამაში ისაა, რომ ქართველ 16-წლამდელებს საკმაოდ მებრძოლი გუნდი ჰყავთ და ასე იოლად თუ დათმობდნენ ებრაელებთან მატჩს, ძნელი საფიქრებელი იყო. პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულით ჩამორჩენილმა ქართველებმა საკვანძო – მესამე პერიოდი ჩააგდეს და ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე წარმატების იმედი გადაწურული ჰქონდათ.
მესამე მეოთხედი ებრაელებმა 27:9 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 62:33 დაწინაურდნენ. მატჩის ბედიც აქ გაირკვა. ქართველებს ვერ უშველა ნიკა ლეონიძის შესანიშნავმა თამაშმა. ამ უკანასკნელმა 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და 23 წუთში 27 ქულა დააგროვა. სამაგიეროდ, მის გარდა ვერც ერთი ქართველი ვერ ასცდა 10-ქულიან ზღვარს.
ქართველებმა ფარი 12 ერთეული მოხსნით წააგეს, ხოლო მთავარი დარტყმა თამაშიდან ჩაგდებული ბურთებით მიიღს. ებრაელებმა 23 ორქულიანი ჩააგდეს, ქართველებმა კი მხოლოდ – 10.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს, მასსავით 2 წაგების მქონე ნორვეგიასთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 21 აგვისტო
ისრაელი 86:63 საქართველო
21-12, 14-12, 27-9, 24-30
სრული სტატისტიკა:
gbf.ge