საქართველომ უნგრეთს 20 ქულით აჯობა
თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპმიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა უნგრეთს უმასპიძლა. კოკოშკოვის გუნდს მინიმუმ 10 ქულით უნდა მოეგო და მიზანი შეასრულა კიდეც.
თამაში ორივე გუნდმა აქტიურად და შედეგიანად დაიწყო. პირველი წუთები სანახაობრივად საკმაოდ კარგი გამოდგა. სწრაფ თამაშში მასპინძლებმა უპირატესობის მოპოვება დებიუტშივე შესძლეს და 9 ქულით დაწინაურდნენ, რასაც სტუმართა მწვრთნელის წუთშესვენება მოყვა. თუმცა, ივკოვიჩის კორექტივებს მატჩის მსველლობაზე გავლენა არ მოუხდენია – მეოთხედი მასპინძლებმა 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს – 22:12.
უნგრელები იოლად არაფრის დათმობას რომ არ აპირებენ მეორე პერიოდის დებიუტში გამოჩნდა, როდესაც სხვაობა 4 წუთში 5 ქულამდე შემცირდა. თუმცა, მასპინძლებს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ. ფაჩულიას, შენგელიას და სანაძის კარგი თამაშის წყალობით კოკოშკოვის შეგირდებმა პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა დაიბრუნეს, მეოთხედის ბოლოს კი სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს და დიდი შესვენებაზე 15-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 45.30.
მესამე პერიოდში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. სტუმრები იბრძოდნენ და სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკებმა მეტოქეს ამის გაკეთების ბოლო წუთამდე არ მისცა. მაგრამ, როდესაც მეოთხედის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა უნგრელებმა ზედიზედ ექვსი ქულა გააკეთეს და ანგარიში 59-51 გახდა. თუმცა, ბოლო შეტევა ლეჟავას ზუტი სამიანით დასრულდა და გადამწყვეტ მეოთხედს მასპინძლები 11-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.
ბოლო პერიოდი თანაბრად მიმიდნარეობდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სანაძის ორი ზუსტი სამიანის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა 17-ქულიანი გახდა. საქართველოს ნაკრების 10 ნომრის შედეგიანი ტყორცნები ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც საკმაოდ მნიშნველოვანი იყო. მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი შენგელიამ უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდა. თუმცა, ამ ეპიზოდში შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და თამაშის ჩამთავრება ვეღარ მოახერხა.
საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა. შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ მატჩს ჩვენი გუნდი 27 აგვისტოს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ სპორტის სასახლეში ჩაატარებს.
დღევანდელი შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია გახდა, რომლის აქტივშიც 26 ქულაა.
საქართველო 79-59 უნგრეთი
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები