სტოიან ივკოვიჩი: “მთავარი მოულოდნელობა მეტოქის სათადარიგოების კარგი თამაში იყო”
საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა სტოიან ივკოვიჩმა და მოთამაშემ ანდრას რუჟაკმა შეაფასეს.
ანდრას რუჟაკი: „პირველი თამაშისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრებმა საშინაო მატჩი გაცილებით უკეთ ითამაშა. ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, რაც მეტოქემ არ გვაპატია და გამარჯვება მოიპოვა. თამაშებს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. ჩვენ მოთამაშეების უმეტესობა პირველად თამაშობდა ამდენი მაყურებლის წინაშე, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა.”
სტოიან ივკოვიჩი: „ვულოცავ საქართველოს ნაკრებს. ჩვეთვის აქ თამაში დიდი პატივი იყო. საქართველოში მოსაგებად ჩამოვედით, თუცმა ვიცოდით რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერია და მისი დამარცხება იოლი საქმე არ იქნებოდა. საქართველოს ნაკრების თითოეული მოთამაშე ჩვენს კალათბურთელებზე კლასით მაღლა დგას და დღევანდელი შედეგიც სწორედ ამან განაპირობა. ვცდილობდით, რომ მეტოქე წნეხის ქვეშ მოგვექცია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მოულოდნელობა სათადარიგოების ასეთი კარგი თამაში იყო.”