საქართველოს 16-წლმდელთა ნაკრებს მეორე ეტაპამდე მცირედი დააკლდა
ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მოასპარეზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს 5 ჩაგდებული ქულა დააკლდა ჯგუფიდან გასვლამდე. გია კაზანჯიანის, ირაკლი ტომარაძისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ტურნირის მასპინძელი მაკედონია 87:77 დაამარცხა და ეს უკანასკნელი ჯგუფში ჩატოვა.
საქართველოს მაკედონიელები 15 ქულით რომ დაემარცხებინათ, უკან სლოვენიასაც მოიტოვებდნენ და ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით მეორე ეტაპზე გავიდოდნენ. სლოვენიასმ, საქართველომ და მაკედონიამ თანაბარი ქულები დააგროვეს, შესაბამისად, ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში ჩგდებულმა ბურთებმა გადაწყვიტა ყველაფერი. სლოვენიას აღნიშნული მაჩვენებელი +6 ჰქონდა, საქართველოს +2. ხოლო მაკედონიელებს -8. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ სლოვენიამ საქართველოს 8 ქულით სძლია, ხოლო მაკედონიათან 2 ქულით დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებს ახლა ბრძოლა 9-16 ადგილებისთვის მოუწევს. გათამაშების სიტემის შესბამისად A და B ჯგუფების III და IV გასული გუნდები ცალკე ჯგუფს შექმნიან. პირველ ეტაპზე ჯგუფში ერთად მყოფ გუნდებს აქამდე ნათამაშები შედეგი მეორე (9-16 ადგილებისთვის) ჯგუფურ ეტაპზე გადაყვებათ. შესაბუმინეთს შეხვდება. ამისად, საქართველო ამ ეტაპს მაკედონიასთან 10-ქულიანი გამარჯვებით იწყებს და ჯგუფში ესტონეთს და რუმინეთს შეხვდება.
მეორე, საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები ჯვარედინად დაწყვილდებიან და ერთმანეთში 9-12 დგილებს გაითამაშებენ, ხოლო 3-4 ადგილები ერთმანეთს 13-16 ადგილებისთვის დაუპირისპირდებიან.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 24 აგვისტო
მაკედონია 77:87 საქართველო
16-18 17-20 23-24 21-25