კობი ბრაიანტმა აღიარა, რომ გარკვეულ ფიზიკურ დატვირთვებს ვეღარ უძლებს
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი კობი ბრაიანტი თავისი გუნდის თამაშის უკეთესობისკენ შეცვლას იმედოვნებს.
„კონტრაქტის მიხედვით, კიდევ ორი წელი დამრჩა და შევეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო.
არის რაღაც, რისი გაკეთებაც ახლა უკვე აღარ შემიძლია. ამის მიზეზი ჩემი ფიზიკური მდგომარეობაა, სხეული ბევრ დატვირთვას ვეღარ უძლებს. მოვლენების ასეთი განვითარებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვყოფილიყავი.
სიტუაციის გამოსასწორებლად, პირველ რიგში, გადასაწყვეტია, თუ რა მიმართულებით ვიმუშავო. ეს ძალიან რთული პროცესია. ხშირად, ექსპერტებისგან მესმის, რომ მე უკვე ასაკში ვარ. მსურს, ყველას ვუპასუხო, რომ ისინი მართლები არიან. თუმცა, თუ რაღაც იცვლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კატასტროფასთან გვაქვს საქმე.
მე უფრო ჭკვიანი და ხისტი გავხდები. შევეცდები, ეფექტურად ვითამაშო და ბევრ ასპექტში გავუმჯობესდე. მოტივაცია ნამდვილად არ დამაკლდება“, – განაცხადა „შავმა მამბამ“.