საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა “ბ” დივიზიონი მე-10 ადგილზე დაასრულა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა „ბ“ დივიზიონში ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა. გია კაზანჯიანის გუნდმა გუშინ, ტურნირის ბოლო, მე-9 ადგილისთვის მატჩი მასპინძელ მაკედონიასთან გამართა და 81:93 დამარცხდა.
ქართველებს მაკედონია უკვე დამარცხებული ჰყავდათ – პირველ ჯგუფურ ეტაპზე კაზანჯიანის გუნდმა 87:77 იმარჯვა და მასპინძლები ჯგუფში ჩატოვა. ჯგუფიდან ვერც საქართველოს გავიდა, რადგან მაკედონიელთა 15 ქულის სხვაობით დამარცხება ესაჭიროებოდა.
გუშინდელი მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი მეორთხედი მაკედონიელებმა 24:19 მოიგეს. 5-ქულიანი იყო სხვაობა დიდი შესვენებისთვისაც, რის შემდეგაც მაკედონიელებმა იძალეს და საბოლოოდ 12 ქულით გაიმარჯვეს.
საართველოს ნაკრებში ბომბარდირი 22 ქულით გიორგი ცირეკიძე გახდა, ხოლო ყველაზე შედეგიანი ლადო ფურცხვანიძე იყო 15 ქულითა და 14 მოხსნით. ლუკა ბულაშვილმა 20 ქულა დააგროვა, ხოლო დავით აფხაზავამ 11 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.
ქართველებმა ტურნირზე მთლიანობაში 8 მატჩი გამართეს, საიდანაც 5 შეხვედრა მოიგეს. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თბილისში დღეს ბრუნდება.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. მაკედონია, შტრუმიცე. 30 აგვისტო
საქართველო 81:93 მაკედონია
19-24, 23-23, 24-27, 15-19
სრული სტატისტიკა
gbf.ge