საფრანგეთმა ესპანეთი გამოაგდო, სერბეთმა ბრაზილია გაანადგურა
ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი მასპინძელთათვის უიღბლო გამოდგა – ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ საფრანგეთთან 13 ქულით წააგო და ტურნირს ნაადრევად დაემშვიბობა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბარი გამოდგვა, რაც ტაბლოზეც აისახა, პირველი 12 წუთი ანგარიშით 15:15 დასრულდა. დიდი შესვენების წინ კი, ფრანგებმა ტურნირის მასპინძლებს შვიდი ქულით აჯობეს. სიტუაცია ესპანელებმა მესამე მეოთხედში გამოასწორეს, როდესაც მეტოქეს ერთი ქულით უგებდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი ბოლო მეოთხედში გაირკვა, რომელშიც ფრანგებმა ესპანელები დაჯაბნეს და 14 ქულით დაამარცხეს, ტაბლოზე კი, ანგარიში 65:52 დაფიქსირდა.
საფრანგეთი – ესპანეთი 65:52 (15:15, 20:13, 7:15, 23:9)
საფრანგეთი: ერტელი (13 ქ. 4 მ.), ბატიუმი (9 ქ.), ჟელაბალი (9 ქ.), დიაო (15 ქ. 5 მ.), ლოვერნი (4 ქ. 10 მ.) – სტარტი; გობერი (5 ქ. 13 მ.), დიო (4 ქ. 4 მ.), ფურნიე (4 ქ.), პიეტრუსი (2 ქ.), ჯექსონი (0)
ესპანეთი: რუბიო (4 ქ. 3 მ.), ნავარო (10 ქ.), ფერნანდესი (6 ქ.), პ.გასოლი (17 ქ. 8 მ. 3 ბ.), მ. გასოლი (3 ქ.) – სტარტი ; ლიული (5 ქ.), კალდერონი (5 ქ.), იბაკა (2 ქ.), რიდრიგესი (0 ქ.)
მანამდე, 1/4-ფინალური ეტაპის სხვა შეხვედრაში, კიდევ ერთი საინტერესო შედეგი დაფიქსირდა – სერბეთის ნაკრებმა ბრაზილია ანგარიშით 84:56 გაანადგურა. საუკეთესო გამარჯვებულთა რიგებიდან თეოდოსიჩი იყო, რომლის მონაგარმაც 23 ქულა შეადგინა. რაც შეეხება სამხრეთამერიკელებს, მათი შემადგენლობიდან 12 ქულითა და 9 მოხსნით ვარეჟაო გამოირჩა.
ამგვარად, მუნდიალის პირველი ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია.