მარკოიშვილის 5 ქულა და 3 პასი მოსკოვის ცსკა-ს სადებიუტო მატჩში
მოსკოვის ცსკა-ში პირველი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების წევრმა, მანუჩარ მარკოიშვილმა. არმიელთა გუნდი შეკრებას საბერძნეთში გადის და სპარინგ მატჩიც იქ, ქალაქ კარპენისში გამართეს „აპოლონ პატრასთან“.
წითელარმიელებმა დაძბულ ბრძოლაში, 67:62 იმარჯვეს, რაშიც საკუთარი წვლილი ქართველმა უკანახაზელმაც შეიტანა. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე არცთუ მცირე ხანი – 18:36 წუთი დაჰყო. მასზე მეტი (20:48) მოსკოველთაგან სონი ვინსმა და აარონ ჯეკსონმა ითამაშეს.
მარკოიშვილმა 3-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 ორიანი ჩააგდო. მოგროვებულ 5 ქულას მანუჩარმა 3 პასი და 1 მოხსნა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მოსკოველთაგან ყველაზე მეტი – 3-3 პასი მარკოიშვილს და ჯეკსონს დაუგროვდათ.
მატჩის შემდეგ ცსკა-ს მთავრმა მწვრთნელმა, დიმიტრის იტუდისმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ჩვენი პირველი მატჩი იყო და ცხადია,გუნდის მდგომარეობის შემოწმება გვსურდა. საბერძნეთში უკვე ერთი კვირაა ვემზადებით და ის დავინახე, რასაც ველოდით. დაცვაშიბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი იოლი ტყორცნაც ავაცილეთ. რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა და იმედია, მათი დაბრუნების შემდეგ,ყველაფერი გამოსწორდება”.
gbf.ge