მიხეილ ბერიშვილის 13 ქულა და 5 პასი “მარიბორთან” მოგებულ მატჩში
მიხეილ ბერიშვილის მორიგი წარმატებული მატჩი სლოვენიურ „ზლატოროგში“. ქართველმა ფორვარდმა თავის ახალ გუნდში მეორე შეხვედრა ჩაატარა და პირველში მოგროვებული 19 ქულის კვალზე ამჯერად 13 ქულა და 5 პასი მიითვალა.
„ზლატოროგმა“ ლაშკოში „მარიბორს“ ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა და 91:79 დაამარცხა. ბოლო პერიოდი მასპინძლებმა 13:30 დათმეს, თუმცა მანამდე ისე დიდი ჰანდიკაპით იგებდნენ, რომ საბოლოოდ მაინც დამაჯერებლად იმარჯვეს. ბოლო მეოთხედში ლაშკოელთა მწვრთნელმა გუნდის ახალგაზრდა წევრებს დაუთმო ასპარეზი.
ბერიშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და შედეგიანობით ლაშკოელთაგან მხოლოდ საშა ზაგორაცს (19 ქულა) დ მიჰა ლაპორნიკს (18) ჩამორჩა. შედეგიან გადაცემებში ქართველი ლეგიონერი მეორე იყო ვლადე ვაჟლის (7 პასი) შემდეგ.
სლოვენიის ჩემპიონატი 11 ოქტომბერს იწყება. პირველ ტურში „ზლატოროგი“ „ჰოპსი პოლეზლას“ უმასპინძლებს.
GBF.GE