მარკოიშვილის ცსკა-ში ისევ ბომბარდირი გახდა: 14 ქულა და 7 მოხსნა “ბანვითთან”
მანუჩარ მარკოიშვილის მორიგი გამორჩეული მატჩი მოსკოვის ცსკა-ში. საბერძნეთში შეკრებაზე მყოფმა რუსულმა გრანდმა მესამე სპარინგ-მატჩი გამართა და თურქული „ბანვითი“ დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით – 73:72 დაამარცხა. მარკოიშვილი მოსკოველთაგან ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
ქართველმა ლეგიონერმა პირველად ითამაშა ცსკა-ს სასტარტო ხუთეულში. მანუჩარმა მოედანზე 29:13 წუთი გაატარა და 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულას მარკოიშვილმა 7 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა. 12 ქულა დააგროვა 23 წლის ივან სტრებკოვმა, ანდრეი ვორონცოვიჩის ანგარიშზე კი 8 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა.
შაბათ-კვირას საბერძნეთში ნიკოს გალისის სახელობის ტურნირი გაიმართება. ცსკა ნახევარფინალში „პანათინაიკოსს“ შეხვდება, ხოლო მეორე წყვილში „ბანვითი“ და სალონიკის „არისი“ ითამაშებენ.
gbf.ge