სანიკიძის “უნიკსმა” “ჰაპოელს სძლია და ევროლიგამდე 1 გამარჯვება აშორებს
ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ბელგიაში მიმდინარე ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩიც მოიგო და ევროპის ამ უპრესტიჟულესი ტურნირის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ნახევარფინალში რუსული კლუბი ებრაულ „ჰაპოელს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარი 35:41 დათმო, საბოლოოდ მაინც დამაჯერებლად – 82:71 იმარჯვა.
ვიქტორ სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ყაზანურ გუნდში 16 ქულით დორ ფიშერი გამოირჩა, ხოლო ნიკოს ზისისმა და კერტის ჯერელსმა თავი 15-15 ქულას მოუყარეს.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ფრანგული გუნდები – „სტრასბური“ და ლიონის „ასველი“ შეხვდნენ. მატჩი ლიონელთა გამარჯვებით – 74:65 დასრულდა. 26 სექტემბერს ფინალურ მატჩში ერთმანეთს „ასველი“ და „უნიკსი“ შეხვდებიან და გამარჯვებული ევროლიგის 2014-2015 წლების სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
gbf.ge