ცინცაძემ ადრიატიკის ლიგა 13 ქულით და გამარჯვებით გახსნა
სეზონი გამარჯვებით გახსნა გიორგი ცინცაძის „სკოპიე აეროდრომმა“, რომელმაც ადრიატიკის ლიგის პირველ ტურში შინ ხორვატული „ზადარი“72:58 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 37:21 წუთი გაატარა. ცინცაძე მაკედონიურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგიმ 13 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 4ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა 9-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, ერთხელდაუფარეს, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერდაირღვა.
სკოპიელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს ცვეტკოვიჩი (16) და მარინკოვიჩიც (13)ასცდნენ, სათამაშო დრო კი ქართველ გამთამაშებელს ყველაზე მეტი ჰქონდა.ცინცაძის კლუბს ადრიატიკის ლიგაში მომდევნო მატჩი 12 ოქტომბერს ელის,როდესაც პოდგორიცაში ჩერნოგორიულ “ბუდუჩნოსტს” ესტუმრება.
gbf.ge