სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში სანიკიძემ სავიზო პრობლემის გამო ვერ ითამაშა
ყაზანის „უნიკსმა“ მიმდინარე სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი გამართა, თუმცა ქართველი ლეგიონერის გარეშე. ვიქტორ სანიკიძეს ვითიბი ლიგის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ყაზანელებმა თანამემამულე „ავტოდორთან“ დიდი ბრძოლა გადაიტანეს და ქართველი ლეგიონერის გარეშე ბოლო წამებზე, 3 ქულის სხვაობით – 81:78 იმარჯვეს.
სანიკიძემ იმის გამო ვერ ითამაშა, რომ რუსეთის სამუშაო ვიზა არ გააჩნია. უფრო სწორად, მას ტურისტული ვიზა ამოეწურა და ახალი, სამუშაო ვიზის მისაღებად გარკვეული პროცედურების გავლა ესაჭიროება. შესაბამისი ვიზის არქონის გამო სანიკიძემ 6 ოქტომბერს, „უნიკსის“ წინასასეზონო პრეზენტაციაც გამოტოვა, რომელიც ყაზანი გუნდმა საკუთარ არენაზე, გულშემატკივრებისa და მასმედიის წინაშე გამართა.
„21-ე საუკუნეში რუსეთში სამუშაოდ ჩამოსვლა ამერიკელს, ანაც ბერძენს უფრო უადვილდება, ვიდრე ერთდ დროს თანამემამულე და ძალიან ახლობელ ქართველს“ – დანანებით და პოლიტიკოსთათვის ნიშნის მოგებითაა აღნიშნულია ვებ-გვერდზე business-gazeta.ru.
მომდევნო მატჩს ყაზანელები 12 ოქტომბერს, ისევ შინ, ფინურ „ბისზონსთან“ გამართავენ და იმედია, ამ დროისთვის სანიკიძეს სავიზო პრობლემები მოგვარებული ექნება.
GBF.GE