ფიბა-ს კომისარმა მერაბ რატიშვილმა ქართველ მსაჯებსდა მსაჯ-მდივნებს სემინარი ჩაუტარა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და ასაკობრივი ლიგების მომსახურე მსაჯთა კორპუსს სემინარები ჩაუტარდა. მსაჯებისთვის და მსაჯი-მდივნებისთვის სემინარები ჩაატარაკალათბურთის ფედერაციის ფიბა-სთან და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ფიბა-ს კომისარმა მერაბ რატიშვილმა, რომელსაც ასისტენტობას ფიბა-ს არბიტრი მაკა კუპატაძე უწევდა.
ფიბა-ს კომისარმა ბლომად ვიდეო-კლიპები წარმოადგინა, სადაც დეტალურად იყო განხილული ის სადაო მომენტები, რომლებიც თამაშის დროს ხშირად ხდება და რომელთა სწორად გადაწყვეტა არბიტრის უპირველესი მოვალეობაა. მერაბ რატიშვილმა კლიპების ჩვენებასთან ერთად არბიტრებს რჩევები და რეკომენტაციები მისცა, რომელთა შესრულებაც მათი მსაჯობის დონეს და პროფესიონალიზმს აამაღლებს. ფიბა-ს კომისარი ქართველ სამსაჯო კორპუსს თანამედროვე ევროპული კალათბურთის თავისებურებებზე ესაუბრა და მათ საერთაშორისო მატჩებზე მიღებული გამოცდილება გაუზიარა.
რამდენიმე დღეში მსაჯები უშუალოდ საქმეში ჩაერთვებიან. 15 ოქტომბერს საკალათბურთო სეზონი ასაკობრივი ჩემპიონატებით იწყება და მსაჯებს სემინარზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოადგებათ.
gbf.ge