ზაზა ფაჩულიამ ულებრონჯეიმსო “კლივლენდთან” 12 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ ნბა-ში მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა, რომელშიც ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 100:106დამარცხდა.
ლებრონს არ უთამაშია, სამაგიეროდ მოედანზე იყო და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო კლივლენდელთა უნივერსალმა თავდამსხმელმა კევინ ლავმა, რომლის წინააღმდეგ ხშირად უწევდა პაექრობა ზაზა ფაჩულიას და უნდა აღინიშნოს, რომ ტოლი არაფერში დაუდვია.
ფაჩულია იყო მილუოკელთა იმ 4 მოთამაშეშ შორის, რომელთა მოედანზე ყოფნის დროს „მილუოკიმ“ „კლივლენდზე“ მეტი ქულა ჩააგდო. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
საერთო სარგებლიანობით ფაჩულია მილუოკელთაგან მხოლოდ ჯაბარი პარკერს ჩამორჩა, რომელმაც 28 წუთში 18 ქულა დააგროვა. 15 ქულა ჰქონდა ჯარედ დადლის, ხოლო ჯონ ჰენსონმა და ოჯეი მაიომ შეხვედრა 13-13 ქულით დაასრულეს. კლივლენდელთაგან საუკეთესო კევინ ლავი იყო 25 ქულით, დიონ უატერსმა კი 23 მიითვალა.
მორიგ საგამოფენო მატჩს „მილუოკი“ 17 ოქტომბერს მინეაპოლისში „ტიმბერვულვზთან“ გამართავს.
gbf.ge