სანიკიძის 7 ქულამ “უნიკსს” სტამბოლში ვერ უშველა
ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მარცხი განიცადა. ყაზანელები სტამბოლში „ეფესს“ შეხვდნენ და 76:82 დამარცხდნენ.
ქართველი ფორვარდი მოედანზე მეორე მეოთხედში გამოჩნდა და მთლიანობაში 14:07 წუთი ითამაშა. სანიკიძემ 2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. ვიქტორმა მთლიანობაში 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთიც 1-ჯერ დაკარგა.
ყაზანელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა კეიტ ლენგდორფი, 13 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა ჯეიმს უაიტმა, ხოლო კერტის ჯერელსის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. გამარჯვებულთაგან 16 ქულით ბომბარდირი დონტეი დრეიპერი გახდა, ნენად კრსტიჩმა კი 15 ქულას 6 მოხსნაც მოაყოლა.
ევროლიგის მეორე ტურის მატჩს ვიქტორ სანიკიძის „უნიკსი“ შინ, 24 ოქტომბერს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს.
gbf.ge