მარკოიშვილის ცსკა-მ ბერლინში “ალბას” შანსი არ დაუტოვა
მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. პირველ ტურში არმიელები გერმანიაში, „ალბას“ შეხვდნენ და საკმაოდ იოლად – 84:68 გაიმარჯვეს. არადა, რამდენიმე დღის წინ ბერლინელებმა ამავე, “მაქს შმელინგ არენაზე” ნბა-ს მქმედი ჩემპიონი „სან ანტონიო“ დაამარცხეს და მოსკოველებთან შეხვედრასაც იმედით შეხვდნენ, მაგრამ…
ცსკა-მ შესანისნავად ითამაშა და მოღონიერებულ გერმანულ გუნდს შანსი არ დაუტოვა. სამწუხარო ის გახლდათ, რომ პირველად, რაც ცსკა-ში გადავიდა, მარკოიშვილმა მოედანი უქულოდ დატოვა. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 14:12 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მანუჩარმა 2 უშედეგო სამქულიანი შეასრულა და საბოლოოდ თავი 2 მოხსნას და 1 დაფარებას მოუყარა.
არმიელთაგან საუკეთესო შედეგი საშა კაუნმა დააფიქსირა, რომელმაც 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა სონი ვიმსს, ხოლო მილოშ თეოდოსიჩმა მეტი უნივერსალიზმი გამოიჩინა და 15 ქულასა და 8 მოხსნას 5 პასი და 2 ჩაჭრაც მოაყოლა.
ევროლიგის მეორე ტურში, 23 ოქტომბერს, ცსკა მოქმედ ჩემპიონ თელ-ავივის „მაკაბის“ უმასპინძლებს.
GBF.GE