თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: “ა” ჯგუფიდან პლეი ოფში აკადემია და მართვე გავიდნენ
თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატში ჯგუფური ეტაპი არ დასრულებულა, თუმცა ტურნირი მნიშვნელოვან მიჯნას მიადგა: დასრულდა თამაშები 4-გუნდიან – „ა“ ჯგუფში და შესაბამისად გაირკვა 2 მეოთხედფინალისტი. ესენი არიან I და II ადგილებზე გასული „კნაუფ-აკადემია“ და „მართვე“.
ხსენებულმა ორმა გუნდმა პარალელურად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის საგზურები. დებულების თანახმად, ქვეყნის პირველობაზე თბილისის ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი გადის. ნახევარფინალში გასვლით კი „აკადემიამ“ და „მართვემ“ საუკეთესო რვეულში ადგილი გაინაღდეს. (იხილეთ ტურნირის დებულება: http://superleague.ge/pdf/tb18.pdf)
საკვალიფიკაციო მატჩში თამაშის უფლება მოიპოვეს „ლომებმა“, რომლებიც „ა“ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდნენ. დებულებით, ჯგუფებში მე-3 ადგილზე გასული 3 გუნდი და საუკეთესო მეოთხეადგილოსანი მეოთხედფინალის დარჩენილი 2 საგზურისთვის თითო საკვალიფიკაციო მატჩს ჩაატარებენ და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში გააღწევენ. აქედან გამომდინარე, საკვალიფიკაციოში თამაშის შანსი აქვს თსუ 1-საც, რადგან არსებობს შანსი, რომ ეს გუნდი მე-4-ადგილოსნებს შორის საუკეთესო იყოს.
საკალათბურთო აკადემიამ 19 ოქტომბერს 6 მატჩს უმაპინძლა, რომელთაგანაც ინტერესს „ჰიუნდაისა“ „მგზავრები-არმიის“ მატჩი იწვევდა. მეტნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მგზავრებმა უპირატესობა მოიპოვეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. „ბ“ და „გ“ ჯგუფებში მლიანობაში 5 მატჩია დარჩენილი, რომლებიც 2 დღეში ჩატარდება და პლეი ოფის სრულ სურათსაც მივიღებთ.
18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი. 19 ოქტომბერი
იმედი – თსსუ 23:113
იბერი – თსუ 2 94:62
მართვე – თსუ 1 90:29
ვესტა 2 – აკადემია 2 37:73
აკადემია – ლომები 112:29
მგზავრები-არმია – ჰიუნდაი 71:57
GBF.GE