თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა
თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად ის გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც ბრძოლას ჩემპიონობისთვის, ასევე საქართველოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად გააგრძელებენ.
გათამაშების ფორმატის თანახმად ნახევარფინალში პირდაპირ გავიდნენ თჯგუფებში საუკეთესო 2-2 გუნდი. მეოთხედფინალის დარჩენილი 2 საგზურის მოსაპოვებლად 3 მესამე ადგილზე გასული გუნდი და 1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებენ.
მეოთხედფინალში გავიდნენ „აკადემია“, „მართვე“, „იბერი“, „ვესტა 1“, „შსს-აკადემია“ და „მგზავრები-არმია“. საკვალიფიკაციო ეტაპში იასპარეზებენ „ჰიუნდაი“ – „აკადემია 2“ და „ლომები“ – თსსუ. „გ“ ჯგუფში მე-4 ადგილზე გასულ „აკადემია 2“ -ს სხვა დანარჩენ მეოთხეადგილოსნებთან შედარებით უკეთესი შედეგი აღმოაჩნდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
საკვალიფიკაციო მატჩებში გასული გუნდები პლეი ოფის წყვილებს შეავსებენ, ხოლო მეოთხედფინალის რვავე წევრი საქართველოს ჩემპიონატის საგზურებს მიიღებენ. პლეი ოფისა და საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილებს და კალენდარს პლეი ოფის ბადეში იხილავთ.
თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატი. 21 ოქტომბერი
აკადემია 2 – ჰიუნდაი 56:69
თსსუ – თსუ 2 72:49
იბერი – ვესტა 1 76:66
gbf.ge