თბილისის 18 წლამდელთა ჩემპიონატი: მეოთხედფინალი “ჰიუნდაიმ” და თსსუ-მ შეავსეს
თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე მეოთხედფინალური წყვილები სრულად შედგა. დღეს, საკალათბურთო აკადემიაში 2 საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართა, რომლებში მონაწილეობაც ჯგუფებში მე-3 ადგილზე გასულმა გუნდებმა და 1-მა საუკეთესო მეოთხეადგილოსანმა მიიღეს. გამარჯვებულებმა თბილისის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურები მოიპოვეს.
ის 8 გუნდი, რომელიც მეოთხედფინალში მოხვდნენ, მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც იასპარეზებენ, ხოლო 8 საუკეთესოს მიღმა დარჩენილი გუნდები თბილისის ჩემპიონატის „ბ“ ლიგაში ითამაშებენ.
საკვალიფიკაციო მატჩებში დიდი ბრძოლები არ შედგა. „ჰიუნდაიმ“ დამაჯერებლად – 85:50 სძლია „აკადემია 2“-ს, ხოლო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა „ლომებს“ 66:39 მოუგო. შესაბამისად, გამარჯვებული გუნდები პლეი ოფის ბადეში ჩასხდნენ, სადაც „ჰიუნდაი“ „აკადემიას“ შეუწყვილდა, ხოლო თსსუ – „იბერს“.
gbf.ge