სანიკიძის 9 ქულა და პირველი გამარჯვება ევროლიგაში
ევროლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“. ყაზანელებმა დღეს მორიგ ტურში იტალიურ „სასარი დინამოს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 85:62 დაამარცხეს.
რუსულმა გუნდმა იტალიური მესამე მეოთხედში გატეხა. დიდი შესვენებისთვის „სასარი“ 37:35 ლიდერობდა, თუმცა მესამე ათწუთეული ყაზანელებმა 31:17 მოიგეს და გასამარჯვებლად კარგი ნიადაგი შეიქმნეს. ბოლო პერიოდში „უნიკსი“ მშვიდად მივიდა გამარჯვებამდე, რაშიც ქართველი ფორვარდის წვლილი მნიშვნელოვანია.
სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 22:21 წუთი გაატარა. ვიქტორმა 100-პროცენტიანი სიზუსტით შეასრულა ორქულიანები (4 ცდიდან 4 ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 გამოიყენა და 9 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად სანიკიძეს 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთიკი 2-ჯერ დაკარგა.
„უნიკსშ“ საუკეთესო დორ ფიშერი იყო 14 ქულითა და 9 მოხსნით, 13 ქულა დააგროვა ნიკოს ზისისმა, ხოლო 11-11 კოსტას კაიმატოღლუმ და ჯეიმს ვაიტმა. დამარცხებულთაგან 18 ქულით რაკიმ სანდერსი გამოირჩა.
„უნიკსს“ 1 მოგება და 2 მარხი გააჩნია და ცხრილში 6-გუნდიან „ა“ ჯგუფში მხოლოდ „სასარიზე“ უკეთესი შედეგი აქვს. მორიგ საევროლიგო მატჩს ყაზანელები 6 ნოემბერს კაუნასში, „ჟალგირისთან“ გამართავენ.
gbf.ge