საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის მეტოქეებს 8 დეკემბერს შეიტყობს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროსჩემპიონატო მეტოქეები 8 დეკემბერს გამოვლინდება. სწორედ ამ დღეს გაიმართება ევრობასკეტის კენჭისყრა, რომელიც ფინალურ ეტაპზე გასულ 24 ნაკრებს 4 ჯგუფში გაანაწილებს.
კენჭისყრა პარიზის დისნეილენდში გაიმართება. პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ტურნირი 4 სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საფრანგეთი, ლატვია, ხორვატია და გერმანია ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ, ხოლო პლეი ოფი, რომელიც მე-8 ფინალიდან დაიწყება, საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატზე გათამაშდება ოლიმპიადაზე გამსვლელი საგზურები. ფინალში გსული 2 გუნდი 2016 წლის ოლიპიადის საგზურს პირდაპირ მიიღებს, ხოლო 3-6 ადგილებზე გასულები კი საკვალიფიკაციო ტურნირში იასპარეზებენ.
წინა გათამაშებებთან შედარებით ფორმატიც შეცვლილია. ჯგუფიდან აქამდელი 3-ის ნაცვლად 4 გუნდი გადის და საჩემპიონო რბოლა პირდაპირ მერვედფინალიდან იწყება, ნაცვლად აქამდელი მეორე ჯგუფური ეტაპისა.
8 დეკემბერს გაირკვევა, საქართველო ხორვტიის დედაქალაქ ზაგრების, ფრანგული მონპოლიეს, გერმანული ბერლინისა თუ ლატვიის დედაქალაქ რიგის ჯგუფში მოხვდება.
gbf.ge