ირაკლი ხოშტარია: “შედეგი მისაღებია, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს”
საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურის დაკსვნითი მატჩის, “დინამო” – “მგზავრები-არმიას” დასრულების შემდეგ მედიასთან კომეტნარები გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა გააკეთეს.
ირაკლი ხოშტარია (დინამო): „შედეგი მისაღებია, თუმცა ბევრი სათამაშო კომპონენტი კიდევ დასახვეწი გვაქვს. ბევრი დადებით მომენტი იყო დღევანდელ შეხვედრაში, ცუდი კი ის არის, რომ ბოლო პერიოდი წავაგეთ, რაზეც ბიჭებთან საუბარი აუცილებლად მექნება.“
ბუბა ბერიშვილი (მგზავრები-არმია); „ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს ღირსეულ გამარჯვებას. გამოცდილებამ მაინც თავისი ქნა. ჩვენ ახალი შეკრებილები ვართ. სულ სამი კვირაა რაც ვვარჯიშობთ და შეთამაშების პრობლემა აშკარაა.“
ლუკა ზაქრაძე (მგზავრები-არმია): „ვულოცავ „დინამოს“ გამარჯვებას. ჯერჯერობით ბევრი შეცდომა გვაქვს, რაზეც ბევრია სამუშაო. სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოვსწორდეთ.“