სანიკიძის “უნიკსმა” კაუნასში წააგო
ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ევროლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. მე-4 ტურში ყაზანელები კაუნასში „ჟალგირისს“ ესტუმრნენ და შეხვედრა6 ქულით – 71:77 დათმეს.
ქართველი ფორვაარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 09:49 წუთით გამოჩნდა.ვიქტორი მოედანზე პირველი მეოთხედის მიწურულს გავიდა და ვინაიდან მალევე 2 პერსონალური ფოლიმიიღო, მწვრთნელმა ის სათადარიგოთა სკამზე გააბრუნა.
სანიკიძემ 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და 3 ქულას შეტევაშიგანხორციელებული 2 მოხსნაც წაამატა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
“უნიკსში” საუკეთესო კეიტ ლენგფორდი იყო 24 ქულით, ჟალგირისის ამერიკელმა ლიდერმა ჯეიმსანდერსონმა კი 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ყაზანურ კლუბს A ჯგუფშიმე-4 ადგილი უკავია და ასეთივე შედეგის მქონე “ნიჟნი ნოვგოროდს” და ჯერაც მიუგებელი – იტალიურ“სასარის” უსწრებს. მომდევნო ტურში, 13 ნოემბერს, “უნიკსი” სწორედ ნოვოგოროდელებს უმასპინძლებს.
gbf.ge