ფაჩულიას “მილუოკიმ” “მემფისს” სეზონის პირველი მარცხი აგემა
ზაზა ფაჩულიას „მილუოკი ბაქსი“ წინა სეზონთან შედარებით გაცილებით უკეთესი გუნდია. მილუოკელებმა ამიმდინარე სეზონში ველა აქამდე გამართულ მარჩში იბრძოლეს და თუკი წააგეს, ბრძოლაში. გამართული 7 შეხვედრიდან „მილუოკიმ“ 3 მოიგო. აქედან უკანასკნელი გუშინ, „მემფისთან“ დაძაბუ ლ ბრძოლაში მოიპოვა – 93:92.
მატჩში 14 წუთი ითამაშა და 4 ქულასთან ერთად 3 მოხსნა მიითვალა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ამის გარდა,ზაზამ ბოლო წამებზე უმნიშვნელოვანესი ბლოკი დაუყენა მილუოკელთა გამთამაშებელ ბრენდონნაითს, რომელმაც ზუსტი გარღვევა განახორციელა და თან მეურვე აიძულა, დაჯარიმებულიყო. ნაითმა საჯარიმოც ჩააგდო და „ბაქსს“ 1 ქულითმოაგებინა.
აღსანიშნავია, რომ „მემფისი“ ამ შეხვედრამდე დაუმარცხებელი იყო და 6 მოგება ჰქონდა მოპოვებული. მილუოკელებს კი 3 მოგება და 4 მარცხი აქვთ და ცენტრალურ, 5-გუნდიან დივიზიონში მეორე ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 11 ნოემბერს, შინ „ოკლაჰომასთან“ ჩაატარებს.
gbf.ge