გიორგი შერმადინი იტალიურ “კანტუს” დაუბრუნდა
საქართველსო ეროვნული ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი იტალიურ „კანტუში“ ჩაირიცხა, სადაც 2011-12 წლების სეზონში გამოდიოდა. შერმადინმა სერია „ა“-ს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
შერმადინმა მიმდინარე სეზონის წინ კონტრატქი ესპანური პრიმერადივიზიონის „სარაგოსთან“ გააფორმა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და ხელშეკრულება ანულირდა. ქართველი ცენტრის ტრავმირებული მუხლი კიდევ 2-თვიან რეაბილიტაციას საჭიროებდა.
შერმადინმა ფეხი საბოლოოდ მოირჩინა და როცა მწყობრში ჩაგდა, იმ კლუბს დაუბრუნდა, სადაც 2 წლის წინ წარმატებით ასპარეზობდა. იტალიისჩემპიონატში მისისაშუალო მონაგარი 9.0ქულა და 5.2 მოხსნა იყო, ევროლიგაში კი 16 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 10.9 ქულას და 5.5მოხსნას აგროვებდა. იმ სეზონში “კანტუმ” იტალიის თასის და სუპერთასის ფინალებშიცითამაშა.
სერია ას მიმდინარე სეზონში კანტუელებს 3 მოგება და 2 მარცხი აქვთ და მე-5 ადგილზეიმყოფებიან. ამას გარდა, იტალიური კლუბი ევროთასზეც ასპარეზობს, სადაც 4-ვე გასულითამაში წაგებული აქვს და B ჯგუფში ბოლო პოზიციაზეა.
gbf.ge