სანიკიძე “უნიკსს” დაუბრუნდა და ევროლიგაში ითამაშა
ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ევროლიგაშიც წააგო. გასულ ორშაბათს ყაზანელები ნოვგოროდელებთან ვითიბი ლიგაზე შინ 78:69 დამარცხდნენ, დღეს კი ევროლიგის ეგიდით კვლავ საკუთარ არენაზე შეხვდნენ და წააგეს – ამჯერად 73:79.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი სამშობლოდან რუსეთში დაბრუნდა და დღევანდელ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. სანიკიძე თბილისში რუსეთის ვიზის ასაღებად იყო ჩამოსული და ყაზანში საჭირო დოკუმენტით დაბრუნდა.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 15:26 წუთი იმყოფებოდა და 2 ქულას, 2 მოხსნას, 2 პასს და 1 დაფარებას დასჯერდა. სანიკიძემ თითო ორიანი და სამიანი ააცილა, 2 საჯარიმო კი ზუსტად შეასრულა.
ყაზანელთაგან 15 ქულითა და 5 პასით ნიკოს ზისისი გამოირჩა, ხოლო „უნიკსის“ კიდევ ერთმა ბერძენმა ლეგიონერმა, კოსტას კაიმატოღლუმ 12 ქულა დააგროვა. „ნიჟნი ნოვგოროდში“ 19 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო ბელარუსი არწიომ პარახუტსკი იყო, ტეილორ როჩესტიმ კი გამარჯვებულებს 24 ქულა შეაშველა.
ამით სანიკიძის გუნდმა პირველი წრე დაასრულა და მის ანგარიშზე 5-დან 1 გამარჯვებაა. „უნიკსს“ მომდევნო მატჩი ევროლიგაში კვლავ შინ ელის. 20 ნოემბერს ყაზანელები „ეფესს“ უმასპინძლებენ.
gbf.ge