დუდა სანაძემ სეზონი ლოს ანჯელესში 7 ქულით გახსნა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიდან ყველაზე გვიან დუდა სანაძეს დაეწყო სეზონი. ამერიკის სტუდენტური ლიგის ოფიციალური მატჩები ჯერაც არ დაწყებულა, თუმცა ტურნირის გახსნას წინ მოსამზადებელი მატჩები უძღვის და სწორედ მასში მიიღო მონაწილეობა დუდა სანაძემ და მისმა „ტორეროსმა“.
სან დიეგოს გუნდი ლოს ანჯელესს ესტუმრა და ამ ქალაქის ცნობილი – ბოისეს უნივერსიტეტის გუნდს ეთამაშა. შეხვედრა ლოსანჯელესელთა გამარჯვებით- 81:75დასრულდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება ბოლო წამებზე შეძლეს.
სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 18 წუთი გაატარა, რისი მიზეზიც 5 პერსონალური ჯარიმაა, რის გამოც მან მოედანი ნაადრევად დატოვა. სანდიეგოელთა ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. დუდამ 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მომდევნო საგამოფენო მატჩს „ტორეროსი“ სან დიეგოში ხვალ, „მისურისთან“ გამართავს.