საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიის ჩემპიონი დაამარცხა
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები, რომელიც 21 ნოემბრიდან ესტონეთის ქალაქ ტარტუში ევროპის ახალაზრდულ ლიგაში ჩაებმება, ლატვიაშია და მოსამზადებელ მატჩებს მართავს. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში პირველი მატჩი გამართა და გამარჯვებას მიაღწია.
ქართველი 14-წლამდელები ერთი წლით უმცროსთა გუნდ „რიზენსს“ შეხვდნენ, რომელიც 2002 წელს დაბადებულთა შორის ლატვიის მოქმედი ჩემპიონია. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე იოლად – 90:56 დაამარცხა.
ქართველი მოზარდები ხვალ და ზეგ კიდევ თითო ამხანაგურ მატჩს გამართავენ და გეზს ესტონეთის ქალაქ ტარტუსკენ აიღებენ, სადაც 21 ნოემბერს სტარტს ევროპის ახალგაზრდული ლიგა აიღებს.
დღესვე, საქართველოს ნაკრების წევრები რიგიც ცენტრში გავლენ, სადაც ლატვიის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილი გრანდიოზული ფოიერვერკის გაშვებას დაესწრებიან.
gbf.ge