14-წლამდელებმა ლატვიაში “იაგლაც” გაანადგურეს
14-წლამდელთა მორიგი წარმატება ლატვიაში. ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ჩაბმამდე საქართველოს 2001 წელს დაბადებულთა ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში ამხანაგურ მატჩებს მართავს. გუშიც ლატვიის ჩემპიონი „რიზენსის“ დამრცხების შემდეგ ქართველებმა დღეს კიდევ ერთი რიგის გუნდი – „იაგლა“ გაანადგურეს.
თუკი გუშინ 1 წლით უმცროსებს ეთამაშნენ, ამჯერად ქართველებს თანატოლებთან მოუწიათ გაჯიბრება. მიუხედავად ამისა, ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 44 ქულის სხვაობით – 86:42 გაანადგურა.
ჩვენი ნაკრების მენეჯერის, გივი სანაძის თქმით, საქართველო ხვალ ყველაზე ძლიერ მეტოქეს შეხვდება: „მასპინძლებმა თქვეს, თქვენ ძალიან ძლიერი გუნდი გყოლიათ და ხვალ სათამაშოდ არანაკლებ ძლიერ მეტოქეს შეგირჩევთო“.
ქართველები გუშინ ლატვიის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერერკის გაშვებას დაესწრნენ, დღეს კი ისინი მასპინძლებმა ევროთასის მატჩზე დაპატიჟეს, რომელშიც ვეფ-ი „ხიმიკს“ შეხვდება.
gbf.ge