ფაცაციას ევროლიგური დებიუტი და გამარჯვება იტალიაში
ლევან ფაცაციას დებიუტი ევროლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა რუსულ კლუბ „ნიჟნი ნოვგოროდში“ მორიგი მატჩი გამართა და პირველ მატჩთან შედარებით სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაეზარდა.
ფაცაციამ რუსულ გრანდში პირველი მატჩი 5 დღის წინ ვითიბი ლიგაზე, „ლოკომოტივ-ყუბანთან“გამართა და 7:36 წუთი ითამაშა. მეორე მატჩი ლევანმა 21 ნოემბერს, ევროლიგაში ჩაატარადა იტალიაში, „სასარის“ წინააღმდეგ და 16:15 წუთი ითამაშა.
მთავარი მწვრთნელი, აინარს ბაგაცკისი ქართველ ფორვარდს რომ ენდობა, იქიდანაც ჩანს, რომ მიუხედავად დაძაბული მატჩისა, ფაცაცია მოედანზე საკმაო დროით გაიყვანა. ნიჟნინოვგორედელები თავიდან იგებდნენ, იტალიელები კი წამოწევას ცდილობდნენ და მესამე პერიოდის 19:10 მოგების შემდეგ 65:63 დაწინაურდნენ კიდეც.
ბოლო პერიოდში რუსულმა კლუბმა მობილიზება მოახდინა და გამარჯვებამდე მივიდა – 89:82. ფაცაციამ დაცვაში საიმედოდ ითამაშა – 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა. ნოვგოროდელებს ტეილორ როჩესტიმ ულიდერა, რომელმაც 29 ქულა და7 პასი დააგროვა.
3 მოგებითა და ამდენივე მარცხით ფაცაციას გუნდი „ა“ ჯგუფის მესამე ადგილს „ჟალგირისთან“იყოფს. მომდევნო მატჩს ნიჟნინოვგოროდელები 28 ნოემბერს, შინ სწორედ „ჟალგირისთან“ გამართავენ.
gbf.ge