მარკოიშვილმა ცსკა-ს ნიმბურკში 3 სამქულიანი მიაშველა
მოსკოვის ცსკა-მ ვითიბი ლიგის მატჩში იოლი გამარჯვება მოიპოვა ჩეხეთში, სადაც ევროპის ერთ-ერთმა ფლაგმანმა „ნიმბურკი“ 86:73 დაამარცხა. მანუჩარ მარკოიშვილმა 13:38 წუთი ითამაშა და 3 სამქულიანი ჩააგდო.
ქართველი ლეგიონერის სამიანებმა მასპინძლების წინააღმდეგობის დაძლევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჩეხური კლუბი არ ტყდებოდა დაბოლოპერიოდში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ არმიელებმა კლასიკური კალათბურთი ითამაშესდ და ნიმბურკიდან გამარჯვება მოაქვთ.
მანუჩარმა 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. 9 ქულასთან ერთად მარკოიშვილმა 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4 ჯარიმა მიიღო,ხოლო მასთან თამაშში მეტოქეებმა წესები 2-ჯერ დაარღვიეს.
მოსკოველთაგან 13 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო შედეგი ანდრეი ვორონცევიჩმა დააგროვა, ხოლო სონი უიმსმა არმიელებს 19 ქულა შესძინა.
10 მოგებითა და 1 წაგებით ცსკა ვითიბი ლიგაში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა მარკოიშვილის გუნდს 21დეკემბერს, ნიჟნი ნოვგოროდში, ლევან ფაცაციას გუნდთან ელის.