არადორი და ჯავაი კარიერას ესპანეთში გააგრძელებენ
იტალიელი ფორვარდი პიეტრო არადორი კარიერას „ესტუდიანტესში“ გააგრძელებს, რის შესახებაც მან თავისი ფეისბუქის გვერდზე დაწერა. ჯერჯერობით ესპანურ კლუბთან მისი კონტრაქტის დეტალები უცნობია.
მიმდინარე სეზონი არადორიმ „გალათასარაიში“ დაიწყო, თუმცა თურქულ გუნდს ვერ შეეწყო და ცოტა ხნის წინ იგი დატოვა კიდეც, რისი ერთ-ერთი მიზეზი ასევე ფინანსური პრობლემები გახლდათ.
ევროლიგის 8 მატჩში, სათამაშო დროის 21,2 წუთში, არადორის წლევანდელი მონაგარი 7 ქულასა და 2 მოხსნას შეადგენს.
ახალი კლუბი ნათან ჯავაისაც ჰყავს. „გალათასარაიდან“ წასვლის შემდეგ ცენტრი ესპანურ „ანდორაში“ შეუთანხმდა. ამის შესახებ ინსაიდერი ჩემა დე ლუკასი იტყობინება.
მიმდინარე სეზონში ავსტრალიელს ერტგინ ატამანისგან სათამაშო დრო თითქმის არ მიუღია. ექვს მატჩში, საშუალოდ შვიდ წუთში, ნათანის მონაგარმა 3,5 ქულა და 2,2 მოხსნა შეადგინა.