ბათუმმა ოლიმპს აჯობა
ბათუმის საკალათბურთო დარბაზში სუპერლიგის პირველი წრის უკანასკნელმა ტურმა აიღო სტარტი. ადგილობრივ გუნდს თბილისის “ოლიპმი” ესტუმრა და 14-ქულიანი სხვაობით წააგო.
მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს. მართალია, “ოლიმპა” გაიბრძოლა და მოერე პერიოდი ერთქულიანი სხვაობითაც მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ ბათუმელებმა მეტოქე საბოლოო გატეხეს და საბოლოოდ მატცი 90-76 მოიგეს.
მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესოამერიკელი ბობ ჯინ იანგი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 31 ქულა შესძინა და ორმად დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. თანამემამულეს მხარი ქრისტოფერ ლეონ ფლეჩერმაც აუბა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 20 ქულასთან ერთად 16 მოხსნას მიითვალა. მატჩის საუკეთესო ბომბარდირი არც დამარცხებული გუნდის წარმომადგენელი ჩამორჩა. “ოლიმპის” შემადეგნლობაში 30 ქულითა საუკეთესო ნოდარ გოგაძე გახდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): რაც მთავარია, მოვიგეთ და მადლობას ვეტყვი ბიჭებს ამისთვის. თუმცა, თამაშით კმაყოფილი არ ვარ, შეგვეძლო უკეთ გვეასპარეზა. იმედია თანდათან უფრო შევთამაშდებით.
გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მესამე მეოთხედში გვქონდა ჩავარდა. სროლები არ წაგვივიდა, 3-ქულიანებში 22% გვაქვს, რაც დაბალი შედეგია. გამოუცდელობამ თავი იჩინა და ბევრი მარტივი ბურთი ვერ ჩავაგდეთ ვერც პერიმეტრიდან და ვერც ფარქვეშიდან. თუმცა, ბოლო პერიოდში ბიჭებმა გამოასწორეს თამაში, ბოლომდე იბრძოლეს და ამიტომ უკმაყოფილო არ ვარ.