სანაძის მორიგი ტრავმა და “სან დიეგოს” მარცხი “პეპერდაინთან”
დუდა სანაძის გუნდი „ვესთ ქოუსთის“ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „პეპერდაინთან“ დამარცხდა. ქართველი უკანახაზელი სანდიეგოელებს ვერ დაეხმარა – მას ისევ ტრავმა აწუხებს და პეპერდაინელებთან მხოლოდ 10 წუთს, ისიც უშედეგოდ ითამაშა.
თუკი აქამდე დუდას ფეხის ტრავმა აწუხებდა, ახლა გვერდი სტიკვა, რომელიც 2 მატჩის წინ დაიშავა: „ტრავმების გამო ამ სეზონში ფორმაში ვერ ჩავდექი. ხან რა მაწუხებს და ხან რა – გვითხრა სანაძემ – ფეხის ტრავმა, რომელიც ჩემპიონატის დაწყებიდან მაწუხებდა და ამის გამო ხუთეულში ადგილი დავკარგე, როგორც იქნა, მოვირჩინე, მაგრამ ახლა გვერდი მაწუხებს, რომელიც 2 მატჩის წინ თამაშისას დავიშავე და დალურჯებამ დღემდე არ გამიარა“.
სანაძემ „პეპერდაინთან“ 10 წუთი ითამაშა, მაგრამ უფორმოდ მყოფი შედეგიანობით ვერ გამოირჩა. დუდამ 2 ორქულინი და ამდენივე სამიანი ააცილა და შეხვედრა 2 მოხსნითა და 2 დაფარებით დაასრულა. ვერც ერთმა სანდიეგოელმა 10-ქულიან ზღვარს ვერ მიაღწია და „ტორეროსი“ „პეპერდაინთან“ 47:59 დამარცხდა.
2 მოგებითა და 4 მარცხით „სან დიეგო ტორეროსი“ „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 15 იანვარს, სტუმრად „სეინთ მერისთან“ გამართავს.
gbf.ge