სანიკიძის და შერმადინის გუნდების მოგება და წაგება ევროთასის მეორე ტურში
ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის მატჩები გამართეს გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდებმა. სანიკიძის „უნიკსმა“ ჩეხურ „ნიმბურკს“ უმასპინძლა და75:64 დაამარცხა, შერმადინის „კანტუმ“ კი დასანანი მარცხი განიცადა საბერძნეთში. იტალიურმა კლუბმა სალონიკში, პაოკ-თან ერთი ქულით – 77:78 წააგო.
ყაზანში სანიკიძის გუნდმა ზედმეტი გართულების გარეშე იმარჯვა. რუსულმა კლუბმა ყველა მეოთხედი მცირე სხვაობით მოიგო და საბოლოოდ 11 ქულით გაიმარჯვა. სანიკიძე სათდარიგო იყო და მთლიანობაში 10:10 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ვიქტორმა კარგად იმუშავა ფარქვეშ და 3 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
1 მოგებითა და ამდენივე მარცხით „უნიკსი“ 4-გუნდიან ჯგუფში მე-2 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 იანვარს შინ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ გამართავს. თითო მოგებ-წაგება აქვს შერმადინის გუნდსაც, რომელსაც საბერძნეთში გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 16 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 საჯარიმო და 5-დან 1 ორიანი ჩააგდო, 6 ქულა დააგროვა და ამას 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. „კანტუში“ 16 ქულით საუკეთესო ამერიკელი დეჟან ჯონსი იყო, ხოლო დარიუს ჯონსონ-ოდომმა 14 ქულა მიითვალა.
მომდევნო მატჩი კანტუელებს 20 იანვარს ბელგიაში, „ლიმოჟათან“ ელით.
gbf.ge