“უნიკახასთან” მოგებულ მატჩში მარკოიშვილი ასპროცენტიანია
მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს შემჩერებელი ევროლიგაში ჯერ ვერ მოინახა. მოსკოველებმა ტოპ-16-ში მორიგი მატჩი მოიგეს და ამჯერად მათი მსხვერპლი საკმაოდ ძლიერი – ესპანური „უნიკაა“ გახდა – 101:74.
მარკოიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 9 წუთი გაატარა და სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. მანუჩარმა 1-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 ქულა დააგროვა და ამას 2 მოხსნა მოაყოლა. მარკოიშვილმა 3 პერსონალური მიიღო და ბურთი 1-ჯერ დაკარგა.
მოსკოველებს ფრანგმა ნანდო დე კოლომ ულიდერა, რომელმაც 28 ქულა დაგროვა. სერბმა მილოშ თეოდოსიჩმა კი პირად ანგარიშზე 13 ქულა და 14 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. 13-13 ქულა დააგროვეს საშა კაუნმა და დემეტრის ნიკოლსმა.
ცსკა-ს 4-დან 4 გამარჯვება აქვს და 8-გუნდიან F ჯგუფს ლიდერობს. ევროლიგაში მოასპარეზე სხვა ქართველელები თავიანთ მატჩებს 23 იანვარს ჩაატარებენ. ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდი“ „ეფესს“ მიიღებს, ხოლო თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩა“ „ოლიმპიაკოსს“ უმსპინძლებს.
gbf.ge