“რუსთავმა” “სოხუმი” დამაჯერებლად დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის მეორე შეხვედრაში “რუსთავმა” “სოხუმს” დამაჯერებლად სძლია.
რუსთაველებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და მისი შენარჩუნებაც შეხვედრის დასრულებამდე არ გასჭირვებიათ. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სოხუმელი ირაკლი ჩლაიძე გახდა, რომელმაც 18 ქულა ჩაიწერა აქტივში. რუსთაველთა მხრიდან კი საუკეთესო შედეგი 16-ქულიან მიხეილ ჭოჭოას ჰქონდა.
ორივე გუნდის შემდაგენლობაში სადებიუტო მატჩები ჩაატარეს ლეგიონერებმა. “რუსთავის” მაისურით ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ცნობილმა ჟოლივეტ ტუჯანმა და ტერენს ოგლესბიმ ითამაშეს. ოგლესბი საკუთარ გუნდს 14 ქულაც შესძინა, ხოლო ტუჯანმა მოედანი უქულოდ დატოვა. “სოხუმის” შემადგენლობაში კი ამერიკელ გილმორ დერიუს ჩარლზს ჰქონდა, რომელიც ახალ გუნდს მხოლოდ ერთი ქულით დაეხმარა.