კალათბურთის ზეიმი თბილისი მოლში
დღეს, თბილისი მოლმა საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ოლსტარის მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა, რომელშიც ერთმაენთეს “თბილისის” და “რეგიონის” გუნდები დაუპირისპირდნენ ნამდვილ სანახაობად იქცა.
მატჩის ორგანიზატორებმა ღონისძიებაზე მოსულ გულშემატკივრებს უამრავი სიუპრიზი შესთავაზეს. მათ შორის მოედანზე შესული ტუღუში და ბოისა და დასკვნით მეოთხედში რეგიონის გუნდში მომხდარი საინტერესო ცვლილება, როცა თბილისი მოლში საგანგებოდ გაკეთებულ მოედანზე ვეტერანთა ხუთეული (ბიჭიაშვილი, სანაძე, გურასპაული, შენგელია და ქორქია) გამოჩნდა.
საბოლოოდ შეხვედრა რეგიონის გუნდის გამარჯვებით, 133-122 დასრულდა. ტრადიციულ სამქულიანების კონკურსში გამარჯვება აკაკი ლომოურმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში გიორგი ბარბაქაძე და შარშანდელი ფინალისტი, გრიგოლ შვანგირაძე დაამარცხა. ჩატენვების კონურსის გამარჯვებული კი ბათუმელი ბი ჯეი იანგი გახდა.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები