იგორ კოკოშკოვი: “ნაკრების კარი ყველა მოთამაშისთვის ღიაა”
თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა, პრესკონფერენცია გამართა და ეროვნული გუნდის გეგმების შესახებ ისაუბრა.
იგორ კოკოშკოვი: „მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი, აქ ჩემი მეორე სახლია. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. სასიამოვნოა, რომ სეზონის ამ ნაწილში მოვახერხე ჩამოსვლა და შეხვედრების გამართვა. ჩემი საქართველოში არყოფნა ხშირად ხდება კრიტიკის მიზეზი, მაგრამ მე ჩემს ასისტენტებს ვენდობი და ვფიქრობ, რომ ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. ფედერაციის წარმომადგენლებთან და მწვრთნელებთან მუდმივი კავშირი მაქვს.
5 დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებას დავესწარი, მათ შორის ოლ სტარის მატჩს, რაც კალათბურთის პოპულარიზაციისთვის ძალიან კარგი აქციაა. გუშინ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების ვარჯიშზე ვიყავი და ვნახე ჩვენი მომოვალი თაობა. ვმართავ შეხვედრებს ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვგეგმავთ მოსამზადებელ ეტაპს.
მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საქართველოს ლიგაში მოთამაშე კალათბურთელებთან. ბიჭებთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. საქართველოს ნაკრების ლეგიონერებთან მუდმივ კონტაქტზე ვართ, ისინი გრძნობენ ჩვენს თანადგომას და ყურადღებას. მინდა მათ ჯანმრთელობა ვუსურვო. მთლიანოაში, ჩემი ვიზიტი საკმაოდ პროდუქტიულია.
ჩვენ არ ვართ ძალიან ძველი გუნდი, მაგრამ გვაქვს საკდმაოდ დიდი გამოცდილება. ვიცით რა გველის და როგორ უნდა მოვემზადოთ. ევროპის ჩემპიონატი საკვალიფიკაციო ეტაპისგან საკმაოდ განსხვავებულია. გათამაშების ფორმატი ბევრ სირთულეს გვიქმნის. სხვა ასეთ დატვირთული ტურნირი უბრალოდ არ მახსენდება. მომზადებაში დიდ ცვილებებს არ შევიტანთ. გასულ წლებში მოსამზადებელ ეტაპს ყოველთვის ჰქონდა შედეგი.
გუნდში ახალ სახეებს უდნა ველოდოთ, მაგრამ შემადგენლობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ხუთი თვე ძალიან დიდი დროა. რა თქმა უნდა მაქსიმალურად დავაკვირდებით ყველა მოთამაშეს და ვეცდებით, რომ ნაკრებში ახალგაზრდა ნიჭიერი კალათბურთელები დავაწინაუროთ. საქართველოს ეროვნული გუნდის კარი ყველასთვის ღიაა და ყველაფერი მოთამაშეებზეა დამოკიდებული. 20-წლამდელებიდან გამოიკვეთა რამდენიმე მოთამშე, რომლებიც შეიძლება ეროვნულში მივიწვიოთ. გუნდის მომავალი ახალგაზრდების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი მიზნები ხომ მუდმივად იცვლება. არასდროს დამავიწყდება რა რთული იყო ბ-დივიზიონიდან ა-ში გადასვლა. თუმცა, პირველივე შეხვედრაში პოლონეთი დავამარცხეთ და მივხვდით, რომ თამაში შეგვიძლია. ამის შემდეგ მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. ახლა კი ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა ბუნებრივ მოვლენად იქცა. ამიტომ, გასული ზაფხული ძალიან მნიშვენლოვანი იყო. არსებული პრობლემებით მაინც შევძლით და მოვახერხეთ იქ მოხვედრა, სადაც ჩვენი ადგილია. ამ ეტპაზე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი მიზანი სასტარტო შეხვედრის მოგებაა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გულშემატკივრები ხვდება, თუ რამდენად მნიშვენლოვანი და რთული მატჩი გველის ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. ჯგუფში მინიმუმ ორი თამაშოს მოგება და შედმეგ ეტაპზე გასვლაა საჭირო. ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენი მიზანი მოგებაა. ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს, რომელთა უმეტესობისთვისაც გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ზაგრებში თამაში ფაქტობრივად საკუთარ კელდებში თამაშს ნიშნავს .
გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც დამოკიდებულია თითოეულ მოთამაშეზე. ჩემი მწვრთნელობის პერიოდში არცერთი გადაწყვეტილება არ იყო და არ იქნება მიღებული პირადი ურთიერთობის გამო. გამყრელიძე და ცქიტიშვილი კვლავ რჩებიან ნაკრების კანდიდატებად, თუმცა ძალიან მნიშნველოვანია, რომ თითოეულმა მოთამაშემ და გუნდის წევრმა ის დავალება შეასრულოს, რაც გუნდის წარმატებისთვის არის საჭირო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წინ კიდევ ხუთი თვეა და და ნაკრებში მოხვედრა ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია. ჩვენ ვეძებთ ნაწილებს, რომლებიც შეავსებენ გუნდს და მას ერთ ორგანიზმად ჩამოაყალიბებენ.”
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები