A ლიგა დაკომპლექტდა
საკალათბურთო ა ლიგის შესარჩევი ტურნირის დასრულების შედეგად ცნობილი გახდა იმ 6 გუნდის ვინაობა, რომლებიც საბოლოოდ ხსენებულ ლიგას დააკომპლექტებს. შეგახსენებთ, რომ აქამდე საგზური 4 გუნდს – თსუ, კაქტუსი, გორი, არენა-76-ს ჰქონდთ მოპოვებული.
დარჩენილი ორი საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დღეს ორმა წყვილმა – “წყალტუბო” – “აკადემიამ” და “მარნეული” – “სეუ-ჰიუნდაიმ” გაითამაშეს:
წყალტუბო 68:56 აკადემია
21:10, 18:14, 18:19, 11:13
წყალტუბო: ალფიოროვი (29 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი), რიხლიუკი (16 ქულა, 13 მოხსნა), არუთინოვი (8), კორკოტაძე (8), კუჭავა (7)
აკადემია: ღურწკაია (19 ქულა, 12 მოხსნა), ვორნიკი (12 ქულა, 8 მოხსნა), სოკური (7)
მარნეული 58:94 სეუ-ჰიუნდაი
10:13, 8:26, 22:21, 18:34
მარნეული: ბ. ჯანხოთელი (24 ქულა, 8 მოხსნა), ბ. ჯაჯანიძე (17)
სეუ-ჰიუნდაი: ალხანაიძე (19), ქარციძე (18 ქულა, 9 მოხსნა), გაბისონია (13), ი. დოლიძე (11)
შესაბამისად, ცნობილი გახდა იმ 6 ჰუნდის ვინაობა, რომელბიც ა ლიგაში იასპარეზებენ. ტურნირი სტარტს სავარაუდოდ 14 მარტს აიღებს. ა ლიგის საუკეთესო 2 გუნდი სუპერლიგის ბოლო 2 ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდება და სერიაში გამარჯვებულები მომავალ სეზონში სუპერლიგაში იასპარეზებენ.