ფაჩულიამ „ინდიანასთან“ მოგებულ მატჩში 12 ქულა დააგროვა
ღამით „მილუოკი ბაქსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა – ირმებმა „ინდიანა პეისერსს“ უმასპინძლეს და მეტოქე 4 ქულით, ანგარიშით 111:107 დაამარცხეს.
ხსენებულ შეხვედრაში „მილუოკის“ ქართველმა ლეგიონერმა ზაზა ფაჩულიამ 32 წუთის განმავლობაში ითამაშა. ამ პერიოდში ზაზას მონაგარმა 12 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შეადგინა. საუკეთესო მასპინძელთა რიგებიდან კი ილიასოვა იყო, რომელმაც 34 ქულა დააგროვა და 6 მოხსნაც მიითვალა.
„მილუოკი“ – „ინდიანა“ 111:107 (34:15, 25:32, 26:27, 26:33)
„მილუოკი“: ილიასოვა (34 ქ. 6 მ.), მილდტონი (17 ქ.), ადეტოკუნბო (16 ქ.), კარტერ-უილიამსი (13 ქ. 5 მ. 8 პ. 4 ჩ.), ფაჩულია (12 ქ. 6 მ. 3 პ. 2 ჩ.)
„ინდიანა“: მაილზი (26 ქ.), ჰილი (24 ქ. 5 პ. 5 დ.), უოტსონი (23 ქ. 7 პ. 7 მ.), სკოლა (15 ქქ. 9 მ.), ჰიბერტი (10 ქ.)
შემდეგ მატჩს „ბაქსი“ კვლავ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. ამჯერად ირმების მეტოქე „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ იქნება. მატჩი 28 მარტს გაიმართება.