საქართველოს თასს “დინამო” დაეუფლა
თბილისის სპორტის სასახლეში დღეს საქართველოს თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთის წინააღმდეგ „დინამო თბილისი“ და საკალათბურთო კლუბი „რუსთავი“ წარსდგნენ.
სასტარტო მეოთხედი თანაბრად, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის დებიუტში თბილისელები შერმანის აქტიურობის შედმეგ დაწინაურდნენ, თუმცა შედმეგ ლიდერობა რუსთაველებმა მოიპოვეს და მეოთხედიც მათი გამარჯვებით, 20-25 დასრულდა.
მეორე პერიოდში რუსთაველებმა უპირატესობის გაზრდა 9 ქულამდე შეძლეს, რაც ჭოჭუას და ოგლესბის ზედიზედ ორი ზუსტი სამიანის შედმეგ მოხდა. მეტოქის გააქტიურებას ხოშტარიამ წუთშესვენებით უპასუხა, რომლის შემდეგ პარკეტზე დიდია და პოპოვიჩი, შემდეგ კი შერმანიც დაბრუნდნენ. ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და „დინამომ“ ჯერ გაათანაბრა და სირენასთან ერთად დაწინაურებაც მოახერხა. დიდ შესვენებაზე გუნდები მინიმალური სხვაობით გავიდნენ – 50:49.
განსაკუთრებით დაძაბული მესამე პერიოდი გამოდგა. დიდი ხნის განმავლობაში ვერც ერთი გუნდი 1-ქულიანი სხვაობის გაზრდას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ, „დინამო“ ოგლესბის ტექნიკური ჯარიმის შემდეგ დაწინაურდა, რასაც დიდიას ზუსტი სამიანიც მოჰყვა, თუმცა მასპინძელთა შესაძლო გაქცევა აბაიშვილმა და ჰამსიმ ზუსტი სამიანებით შეაჩერეს და ანაგირიშის გათანაბრება მოახერხეს. საბოლოოდ, უკანასკნელ წუთზე ხოშტარიას შეგირდები მაინც გაიჭრნენ წინ და დასკვნით მეოთხედს 5-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ – 71:66.
მეოთხე პერიოდში „დინამო“ კომფორტული ჰანდიკაპის შენარჩუნებას დიდხანს ახერხებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ოგლესბის სამიანის და დვალიშვილის ეფექტური დანქის შემდეგ სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა და ფინალური მატჩის დაძაბულობის დონემაც პიკს მიაღწია. თუმცა, როგორც ჩანს დღევანდელ შეხვედრაში რუსთაველთა მაქსიმუმი სწორედ ეს იყო. „დინამოელებმა“ დაცვაში საკმაოდ კარგად იასპარეზეს და საბოლოოდ საქართველოს თასის მფლობელებიც გახდნენ.
„დინამოს“ შემადგენლობაში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი შერმანი გახდა. თბილისელთა კაპიტანმა, გიორგი გამყრელიძემ კი საკუთარ გუნდს 19 ქულა შესძინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშისთის დაწესებული პრიზიც მიიღო. დიდი წვლილი გამაჯრვებაში ლონდარიძემ (17 ქ.) და ლეჟავამ (13 ქ.) შეიტანეს. რუსთაველთა მხრიდან კი 21 ქულით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი გახდა.
ირაკლი ხოშტარიას პრესკონფერნეცია
მიხეილ ბერუაშვილი პრესკონფერენცია
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები